ახალი ამბები
ხორცი 9,7%-ით, კვერცხი 9,3%-ით, ბოსტნეული 6,3%-ით გაძვირდა - საქსტატი
FaceBook
საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის მაისში, საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 1.5% შეადგინა.
სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფის ფასების წლიური პროცენტული ცვლილება კი შემდეგნაირად გადანაწილდა:

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, წინა წელთან შედარებით, ფასები 3.3%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 1,19%-ით აისახა.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

ხორცი და ხორცის პროდუქტები 9.7%-ით;

რძე, ყველი და კვერცხი - 9.3 %-ით;

მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 7.1%-ით;

ბოსტნეულისა და ბაღჩეულის ფასები გაზრდილია 6.3%-ით;

თევზეულის - 6%-ით;

ყავა, ჩაი და კაკაო 4.6%-ით;

შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 2.2%-ით;

პური და პურპროდუქტები 1.8%-ით;

აღსანიშნავია, რომ ფასები შემცირებულია ზეთსა და ცხიმზე 17%-ით, ხილსა და ყურძენზე კი 12%-ით,

ამასთან, ფასები, უმეტესწილად, მომატებულია საფინანსო მომსახურებაზე 27.9%-ით, პირად ჰიგიენაზე 12.5%-ით და სხვა სახის მომსახურებაზე 92%-ით.

საქსტატის ინფორმაციით, ალკოჰოლური სასმელებსა და თამბაქოს ჯგუფში ფასები 7.1%-ითაა მომატებული. კერძოდ, ალკოჰოლური სასმელები გაძვირდა 9,1%-ით, ხოლო თამბაქოს ნაწარმი - 5,0%-ით;

რაც შეეხება ტრანსპორტის ჯგუფს: აქ ფასები 12,9%-ით შემცირდა. კერძოდ, 20,3%-ით შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციასა და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2.0%). აღსანიშნავია, რომ ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე 6.4 პროცენტით.

ამასთან, 7,5%-იანი ფასების შემცირება ფიქსირდება ჯანმრთელობის დაცვის ქვეჯგუფში. 18,1%-ით შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე; ამავდროულად ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე და ზრდამ 12,5% შეადგინა. 6,7%-ით გაძვირდა საავადმყოფოს მომსახურებაც.


Print