ახალი ამბები
სკვერებში, გზასა და ტრანსპორტში განთავსებული ინვენტარების დაზიანებისთვის მოქალაქე დაჯარიმდება
FaceBook
ქუთაისში, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტების დაზიანებისთვის მოქალაქეებს დააჯარიმებენ.
შესაბამისი ცვლილება საკრებულოს  დადგენილებაში უკვე შევიდა.

უფრო კონკრეტულად, ვინც მოახდენს მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის/ინვენტარის, მათ შორის საგზაო ნიშნების, შუქნიშნების, გარესამეთვალყურეო კამერების, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და მასში არსებული ინვენტარის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას, 300 ლარით დაჯარიმდება.

აღნიშნულ პირებს ადმინისტრაციულ პაუსიხისმგებლობას „ქუთაისის მუნიციპალური ინსპექცია“ დააკისრებს.

როგორც განახორციელდება მონიტორინგი და მოხდება იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებიც ქალაქის ინფრასტრუქტურას დააზიანებენ, ამაზე მერიაში არ გვპასუხობენ. 




Print