ახალი ამბები
რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 209 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა
FaceBook
უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის დაახლოებით 208 910 ჯარისკაცი გაანადგურეს, მათ შორის 540 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში,
- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 819 ტანკს, 7 490 ჯავშანტექნიკას, 3 501 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 313 საბრძოლო თვითმფრინავს და 298 ვერტმფრენს, 6 267 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 3 137 უპილოტო საფრენ აპარატს, 465 ერთეულ სპეცტექნიკას და 1 117 ფრთოსან რაკეტას.

რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინასთან 2022 წლის 24 თებერვალს დაიწო. 

interpressnews.ge
Print