ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში ფაროსანას საწინააღმდეგოდ წერტილოვანი წამლობები დაიწყო
FaceBook
სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს.
მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, იმ ტერიტორიებზე, სადაც დიდი რაოდენობით მავნებელი დაფიქსირდა, წერტილოვანი წამლობები მიმდინარეობს.

სპეციალიზებული ტექნიკით წამლობა ცივი შესხურების ტექნოლოგიით, წინასწარ განთავსებულ სპეციალურ სადგურებზე ტარდება.

ამ ეტაპისთვის, დასავლეთ საქართველოში 32 430 ასეთი სადგურია (სამეგრელო-ზემო სვანეთი - 12 210, იმერეთი - 12 090, გურია - 4470, აჭარა - 3030, რაჭა - 630) განთავსებული.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების შემდეგ ეტაპზე, სოფლისა და ტყის პერიმეტრები, სიმინდის მასივები და ჯაგნარები თერმული ნისლისა და ცივი შესხურების ტექნოლოგიით შეიწამლება.

უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, ასევე, ფუტკრის დაცვის მიზნით, ტერიტორიები თერმული ნისლით ღამის საათებში, რეკომენდაციების სრული დაცვით დამუშავდება.

სააგენტო მოუწოდებს ფერმერებს, აგროკალენდრით გათვალისწინებული ღონისძიებები თხილის ბაღებსა და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებში დროულად განახორციელონ.

Print