ახალი ამბები
ქუთაისელ მასწავლებელს ,,საუკეთესო პედაგოგის" წოდება მიენიჭა
FaceBook
ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ვიოლინოს პედაგოგს ხათუნა ჯიმშელეიშვილს „2023 წლის საუკეთესო პედაგოგის წოდება“ მიენიჭა.

მას ეს ტიტული ნიჭიერი მოზარდების წარმოჩენისთვის, კლასიკური მუსიკის განვითარებაში და განსაკუთრებით, მოზარდების დაოსტატებასა და აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის გადასცეს.

პედაგოგმა ჯილდო ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკის XV რესპუბლიკურ ფესტივალ-კონკურსზე ,,იპოვე შენი ვარსკვლავი" მიიღო.

აღნიშნულ კონკურსზე მისმა ერთმა მოსწავლეემ ნატალი ხურციძეს გრან პრი და ლაურეატის წოდება მოიპოვა, ხოლო მეორემ, ქეთევან ხვისტანმა I ადგილი დაიკავა და ასევე ლაურეატის ტიტული მიიღო.

ფესტივალს საქართველოს პროფკავშირული კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა შემოქმედთა კავშირი ატარებს.

Print