ახალი ამბები
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები ვერიკოს სკვერში გაიმართება
FaceBook
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი.
14:00 საათიდან, ვერიკოს სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, "ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალების მოსწავლეების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება. გარდა ამისა, წარმოდგენილი იქნება მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელების სამეჯლისო ცეკვა ქოლგებით.

16:30 – 18:30 საათზე მსმენელის წინაშე სკოლა „პროგრესის“ ბენდი და სოლო შემსრულებლები წარსდგებიან.

ამასთან, ე.წ სიყვარულის ბაღში მოზარდების ნამუშევრების გამოფენები გაიმართება.



აღსანიშნავია, რომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ე.წ გორის პარკში, პატარებისთვის 1, 2 და 3 ივნისს ატრაქციონები უფასო იქნება.


ამავე თემაზე:


რომელი ატრაქციონები მოემსახურება უფასოდ ბავშვებს 1 ივნისს ქუთაისში

Print