ახალი ამბები
რომელი ატრაქციონები მოემსახურება უფასოდ ბავშვებს 1 ივნისს ქუთაისში
FaceBook
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში ატრაქციონები უფასო იქნება.
მერიის ინფორმაციით, გაბაშვილის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში, პატარებს 10 საბავშვო ატრაქციონი უფასოდ მოემსახურება, ხოლო მოზრდილთა 4 ატრაქციონის საფასური 3 ლარის ნაცვლად 2 ლარი იქნება.

აღსანიშნავია, რომ საბაგირო გზით სარგებლობის საფასური არ იცვლება.

ე.წ გორის პარკში ატრაქციონები უფასო 1, 2 და 3 ივნისს იქნება.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოში, პირველად, 1950 წელს აღინიშნა.

Print