ახალი ამბები
ცოფის დაფიქსირების შემდეგ, ხონში მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრების მომსახურებას შეისყიდიან
FaceBook
მას შემდეგ, რაც ხონის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა, 50 მოხეტიალე, უპატრონო და მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში განთავსების მომსახურებას შეისყიდიან.
„ხონის კომუნალური სერვის ცენტრი“ ქალაქ ხონისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მიუსაფარი ძაღლების სტერილიზაციას, კასტრაციას, ცოფზე აცრას, საეჭვო ცხოველის გამოვლენასა და საკარანტინო ზედამხედველობას გამარტივებული შესყიდვის გზით განახორციელებს.

როგორც შესყიდვის [SMP230001475] დოკუმენტშია აღნიშნული, უმეთვალყურეოდ დარჩენილი აგრესიული ძაღლები საფრთხეს უქმნიან მოსახლეობას და რადგან მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა, აუცილებელია გაყვანილ იქნას ისინი.

ძაღლების თავშესაფრების მომსახურებისთვის ჯამში 8 000 ლარი დაიხარჯება.

მიმწოდებელმა მომსახურება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით უნდა განახორციელოს.

18 მაისს ხონში მიუსაფარნმა ძაღლმა სამი ბავშვი დაკბინა, მას შეხება კიდევ 12 მოქალაქესთან ჰქონდა. შემთხვევიდან რამდენიმე დღეში კი ძაღლს ცოფი დაუდასტურდა, რის გამოც ხონში ერთთვიანი კარანტინი გამოცხადდა.

თავდაპირველად ცოფის შემთხვევები რაჭაში დადასტურდა, შემდეგ მარტვილში, ახლახანს კი ქუთაისში თაბუკაშვილისა და ბათუმის ქუჩაზე.

ამავე თემაზე:


ხონში, ცოფიან ძაღლთან კონტაქტში მყოფი 12 პირია გამოვლენილი

ხონში, ცოფის დადასტურების გამო, კარანტინი გამოცხადდება

ძაღლმა, რომელსაც ხონში ცოფი დაუდასტურდა, ბავშვები და მოქალაქეები დაკბინა

Print
თეგები: #ცოფი #ხონი