ახალი ამბები
ქუთაისში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნად ემზადებიან
FaceBook
ქუთაისის მერია, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 1 2 და 3 ივნისს, გაბაშვილის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკის მომსახურებას შეისყიდის.

როგორც გამარტივებული შესყიდვის [SMP230001439] დოკუმენტშია აღნიშნული, „გორის პარკში“ მისულ პატარებს 10 ატრაქციონი უფასოდ მოემსახურება, ხოლო 4 ატრაქციონი - შეღავათიანი ფასით.

გასართობ მომსახურებებში ადგილობრივი თვითმმართველობა 10 000 ლარს დახარჯავს.

გორის პარკი ქუთაისში ერთადერთია, რომელიც აღჭურვილია სხვადასხვა ასაკის ბავშვებისათვის განკუთვნილი ატრაქციონებით (ჯამში 14 ატრაქციონი).

ბავშვთა დაცვის დღის შესახებ, პირველად, ჟენევის საერთაშორისო კონფერენციაზე, 1925 წელს, ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის შესახებ საკითხებზე მსჯელობისას გაჟღერდა, ხოლო ამ დღის არსებობა 1949 წელს განმტკიცდა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც მთელი მსოფლიოსთვის საფიქრალს მომავალი თაობა წარმოადგენდა.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოში, პირველად, 1950 წელს აღინიშნა.


Print