ახალი ამბები
ქუთაისის მერია სპორტის სასახლის რეაბილიტაციას გეგმავს
FaceBook
ქუთაისის მერია სპორტის სასახლის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით ტენდერს (NAT230011234) აცხადებს.

აღნიშნულ მომსახურებაში მერია 189 200- მდე ლარს დახარჯავს.

როგორც დოკუმენტაციაშია მითითებული ტექნიკური დავალების მიზანია, ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე მდებარე სპორტის სასახლის შენობის რეაბილიტაცია. მიმდინარე მდგომარეობით შენობაში მოსაწესრიგებელია შემდეგი კრიტიკული მნიშვნელობის საკითხები: იატაკი (პარკეტი); ვენტილაცია;  სახურავი, განათების სისტემა;  გახმოვანების სისტემა;  ტრიბუნები (სავარძლების შეცვლა);  შენობის ადაპტირება ეტლით მოსარგებლეთათვის;  კალათბურთის ფარები;  სველი წერტილები;  ტაბლო (LED ეკრანი);  შენობის კოსმეტიკური რემონტი;  ფასადის რეკონსტრუქცია;  სუსტი დენებისა და უსადენო ინტერნეტის პროექტი; სახანძრო უსაფრთხოების სისტემები. 

ქუთაისის სპორტის სასახლე  2007 წელს აშენდა.
Print