ახალი ამბები
ქუთაისში დამოუკიდებლობის დღეს ღონისძიებებით აღნიშნავენ (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს.

ღონისძიების ფარგლებში, ფალიაშვილის ქუჩაზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, III ქვეითი ბრიგადის ბაზაზე არსებული სპეც. ტექნიკაა გამოფენილი. 






ცენტრალურ ბულბარში დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ შემეცნებით-გასართობი აქტივობები ტარდება.

სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში, დაინტერესებული პირები, საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ, მათ შორის, იმერეთის რეგიონში მდებარე პრომეთეს მღვიმეს, სათაფლიას, თეთრა მღვიმეს შესახებ ინფორმაციას ეცნობიან.

ამასთან, წარმოდგენილია უნიკალური დაცული ტერიტორიების სივრცეები, სადაც მსურველებს საშუალება აქვთ ვირტუალურად იმოგზაურონ.







პატარებისთვის მოწყობილია საბავშვო სივრცეებიც.





ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენებიც იმართება.



საზეიმო ღონისძიებები თემურ თათარაშვილის, რუსა მორჩილაძის და ჯგუფის „ოჩოს ქოხი” კონცერტით დასრულდება.

საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ, ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა.

Print
თეგები: #26 მაისი