ახალი ამბები
"გაუგებარია, როცა ევროპას და ამერიკას ყველაფერს აბრალებ, საკუთარ შვილებს ევროპასა და ამერიკაში უშვებ“ - პრეზიდენტი
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისის ღონისძიებაზე ოფიციალურ სიტყვაში აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების"  ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა გაუგებარია. 

"გაუგებარი გახდა ჩვენი საგარეო პოლიტიკა, კონსტიტუციაში კი ევროპაა ჩაწერილი, ყოველდღიური განცხადებები და ქმედებები კი ევროპისგან გვაშორებს და იზოლაციისკენ მივყავართ, ისმის კითხვა, სად გაქრა სიტყვები: ევროპა ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია? ჩვენ ვექიშპებით და ვლანძღავთ ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებს, ქვეყნებს, რომლებმაც ოცდაათი წლის მანძილზე დახმარების ხელი გამოგვიწოდეს, დაგვეხმარნენ სახელმწიფოს მშენებლობაში და ჩამოყალიბებაში, სამაგიეროდ კი მათ, ვინც ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციას ახდენს, ვეგებებით და ვუფრთხილდებით,"  — განაცხადა პრეზიდენტმა.

მან ასევე გაუგებარი უწოდა ხელისუფლების წარმომადგენლების გაუგებარ ბრალდებებზე პარტნიორი ქვეყნების მისამართით. 

„გაუგებარია, როცა ევროპას და ამერიკას ყველაფერს აბრალებ, მეორე ფრონტის გახსნის მცდელობას, ქართველობის წართმევას, გარყვნილებას და მაინც, საკუთარ შვილებს ევროპასა და ამერიკაში უშვებ, საქართველოში კი ახალ თაობას ევროპულ მომავალს უსპობ", - თქვა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი არ დათმობს თავის არჩევანს.

"ნათელია, რომ საზოგადოება არ დათმობს საკუთარი შვილების მომავალს. არ დათმობს დემოკრატიულ არჩევანს. დემოკრატიის პირველი წესია, რომ უნდა შეასრულო ის, რისთვისაც ხალხმა აგირჩია"
Print