ახალი ამბები
„ხელისუფლებას ევალება საზღვრის დაცვა და არა საკუთარი ხალხის მოთმინების გამოცდა“ - სალომე ზურაბიშვილი
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისის ღონისძიებაზე ოფიციალური სიტყვაში გააკრიტიკა "ქართული ოცნების" ხელისუფლება მათი პრორუსული და ანტიდასავლური ქმედებებისა და განცხადებების გამო. 

"ყველას კარგად გვესმის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიები გააჩნია და მის ტერიტორიაზე რუსის ჯარია უნდა იცავდეს სტაბილურობას ხელისუფლებას ევალება არ დაუშვას ისეთი სიტუაციის წარმოქმნა, რომელსაც მოყვება ვნებათაღელვა. ხელისუფლებას ევალება პრევენცია და არა საკუთარი ხალხის მოთმინების გამოცდა. ევალება ტერიტორიის დაცვა და საზღვრის დაცვა. ძნელი დასაჯერებელია ოკუპანტი ქვეყნის  უმაღლესი პოლიტიკური წრის წევრები ქვეყანაში წინასწარი გაფრთხილებისა და უსაფრთხოების გარანტიების მიღების გარეშე შემოსულიყვნენ, მაშინ, როცა მუდმივად აპელირებენ მშვიდობასა და სიფრთხილეზე, ნუთუ ამ დროს, ხელისუფლებაში ვერავინ დაინახა ესკალაციის საფრთხე? გავრილოვის მაგალითი მაინც არ გვქონდეს,"- აღნიშნა პრეზიდენტმა. 

პრეზიდენტმა ბოდიში მოუხადა ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძისა და რუსების მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახებს ხელისუფლების საქციელისა და გადაწყვეტილებების გამო. 


Print