ახალი ამბები
26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების გამო, ქუთაისში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდა
FaceBook
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, ქუთაისში, ავტოსატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეწყდა.
შეზღუდვა, დღეს, 20:00 საათამდე, აღმაშენებლის (ცენტრალურ) მოედანსა და ფალიაშვილის ქუჩაზე, კოლუმბია-მისურის ქუჩის კვეთიდან წმინდა ნინოს ქუჩის კვეთამდე მოქმედებს.

შეცვლილია მუნიციპალური ტრანსპორტის დადგენილი სვლაგეზებიც.

სხვადასხვა სახის აქტივობა ქალაქში 14:00 საათიდანაა დაგეგმილი, საღამოს კი დასკვნითი კონცერტი ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ შარშანდელთან შედარებით, წელს, 26 მაისთან დაკავშირებით, ევროკავშირის დროშა ევროპის უძველეს ქალაქ ქუთაისში არსად ჩანს.

საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ, ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა.

Print
თეგები: #26 მაისი