ახალი ამბები
26 მაისს, ქუთაისში, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მსვლელობა დაანონსდა
FaceBook
ევროპული იდეა ეროვნული იდეაა! - ამ სლოგანით, 26 მაისს, ქუთაისში მსვლელობა მოეწყობა.
პროტესტის მონაწილეები, 14:30 საათზე, პრესის სახლთან შეიკრიბებიან, 15:00 საათზე კი საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მსვლელობას გამართავენ.

„საქართველოს არ დავუთმობთ რუსულ იმპერიას, საქართველო არ გახდება რუსეთის გუბერნია! ვუთხრათ არა რუსულ მთავრობას, ვანახოთ მსოფლიოს ქართველი ხალხის არჩევანი! ერთად დავდგეთ, ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების მომავლისთვის!“,- აცხადებენ მსვლელობის ორგანიზატორები.

პარტია „ლელოს“ ორგანიზებით საპროტესტო მსვლელობა გაიმართება თბილისშიც.

ქუთაისსა და მთელს საქართველოში, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ხელისუფლებამ ევროკავშირის დროშა წელს აღარ გადმოფინა.


ამავე თემაზე:


ქუთაისი, ევროპის უძველესი ქალაქი, ევროკავშირის სიმბოლიკის გარეშე

Print