ახალი ამბები
ქუთაისი, ევროპის უძველესი ქალაქი, ევროკავშირის სიმბოლიკის გარეშე
FaceBook
ქუთაისში, ევროპის უძველეს ქალაქში, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ევროკავშირის დროშა მერიამ წელს აღარ გადმოფინა.

„თიბისი ბანკის“ შენობაზე მხოლოდ საქართველოს დროშებია გამოფენილი და ქალაქის ცენტრალური ქუჩებიც მარტო ჩვენი ქვეყნის ეროვნული სიმბოლიკითაა მორთული.



ეს მაშინ როცა, ქვეყანა EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსს ელოდება და ამასთან, საქართველოში, მათ შორის ქუთაისშიც, ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები სწორედ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ქუთაისის გარდა, 26 მაისის ღონისძიები ევროკავშირის დროშის გარეშეა გაფორმებული დედაქალაქსა და სხვა ქალაქებშიც.

აღნიშნულს მთავრობის ადმინისტრაციაში იმით ხსნიან, რომ წელს 26 მაისის გზავნილია – „თავისუფლების სიყვარულით“, ამიტომ განმარტავენ, რომ მთელი საქართველოს გარე გაფორმება ეროვნული სიმბოლიკით მოხდა.

საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი კი, რომელთა არჩევანი ევროპაა და არა ოკუპანტი რუსეთი, ხვალ, 26 მაისს, მსვლელობას სახელწოდებით „საქართველო ირჩევს ევროპას" გეგმავს.

ოპოზიცია კი მოუწოდებს მოსახლეობას, რომ როდესაც გამოვლენ დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებაზე, თან იქონიონ ევროკავშირის დროშებიც.

მთავარი ფოტო: ქუთაისი Kutaisi

Print