ახალი ამბები
მოზარდის ჩვენების საფუძველზე, წყალტუბოში მამა და ბიძა დააკავეს
FaceBook
წყალტუბოში, მოზარდის ჩვენების საფუძველზე, ორი პირი დააკავეს.

13 წლის გოგონა ამბობს, რომ მას მამა და ბიძა სცემდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება მშობლებს შორის კონფლიქტს უკავშირდება, რომლებიც წლებია, გაშორებულები არიან. 

საქმეზე დაწყებულია გამოძიება, დაკავებულებისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ.




Print