ახალი ამბები
ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
FaceBook
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, ქუთაისში, აღმაშენებლის (ცენტრალურ) მოედანსა და ფალიაშვილის ქუჩაზე, კოლუმბია-მისურის ქუჩის კვეთიდან წმინდა ნინოს ქუჩის კვეთამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეწყდება.

შეზღუდვა 25 მაისის 23:00 საათიდან 26 მაისის 20:00 საათამდე იმოქმედებს.

ამასთან, მერიის ინფორმაციით, ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის კუთვნილი მუნიციპალური ტრანსპორტი, ნაცვლად დადგენილი სვლაგეზებისა, იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით:

N 1L, N 4 და N 5 სატრანსპორტო საშუალებები, ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა და ფალიაშვილის ქუჩისა, იმოძრავებს: ფანჯიკიძის ქუჩა (ყოფილი პუშკინის ქუჩა) - წერეთლის ქუჩა - აღმაშენებლის გამზირი - გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა - წითელი ხიდი.

N 19 - ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა და თბილისის ქუჩისა, იმოძრავებს: წერეთლის ქუჩა - მანდარიას ქუჩა - სოლომონ პირველის ქუჩა - საფიჩხიის მოედანი.

N 20 - ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს წითელი ხიდით.

N6 და N 106 სატრანსპორტო საშუალებები, ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა და ვარლამიშვილის ქუჩისა, იმოძრავებს დავით და კონსტანტინეს ქუჩით.

N 3, N 41 და N 113 სატრანსპორტო საშუალებები, ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა და ფალიაშვილის ქუჩისა, იმოძრავებს გურამ ფანჯიკიძის ქუჩით.

N 126 - ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს წითელი ხიდით.

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში, მთელი დღის განმავლობაში, ღონისძიებები გაიმართება.

სხვადასხვა სახის აქტივობა, ქალაქის ცენტრალურ ბულვარში, 14:00 საათიდანაა დაგეგმილი, საღამოს კი დასკვნითი კონცერტი ჩატარდება.

Print