ახალი ამბები
Wizz Air Abu Dhabi ქუთაისის მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის
FaceBook
არაბთა გაერთიანებული საემიროების ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi ქუთაისის მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის.
ინფორმაციას საამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, ავიაკომპანია მიმდინარე წლის 3 აგვისტოდან, აბუ დაბი - ქუთაისი - აბუ დაბის მიმართულებით კვირაში 2 სიხშირეს დაამატეს, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე კი ფრენები კვირაში 9 სიხშირით შესრულდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, Wizz Air Abu Dhabi-ის გაზრდილი სიხშირით ოპერირების ნებართვა უკვე მიენიჭა.

Print