ახალი ამბები
ძაღლმა, რომელსაც ხონში ცოფი დაუდასტურდა, ბავშვები და მოქალაქეები დაკბინა
FaceBook
ხონში მიუსაფარ ძაღლს ცოფი დაუდასტურდა.

აღნიშნულს ადასტურებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

მათი ინფორმაციით, ძაღლი მოკვდა, დაკბენილია სამი ბავშვი და რამდენიმე მოქალაქე.

„დაკბენილები არიან ბავშვები, მოქალაქეები. ძაღლი მიუსაფარია, კონტროლირებადი არ არის და წინა 10 დღის განმავლობაში ვინ დაკბინა კიდევ არ ვიცით. ჯანდაცვის სამსახური იკვლევს ამას. ძაღლთან დაკავშირებით კი ჩვენ გავატარებთ შესაბამისს ღონისძიებებს“, - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

ცოფის შემთხვევები, წელს, დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონშია დაფიქსირებული.


Print