ახალი ამბები
წვიმა, ელჭექი, სეტყვა - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
FaceBook
20-21-22 მაისს სინოპტიკოსები საქართველოში ნალექიან ამინდებს პროგნოზირებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 მაისის დღის ბოლოდან 21 მაისის ჩათვლით საქართველოს უმეტეს, ხოლო 22 მაისს ქვეყნის ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვაც.

"მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", - აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.
Print