ახალი ამბები
ავიაკომპანია Red Wings-ი თბილისისა და ქუთაისის მიმართულებებით ოპერირებას იწყებს
FaceBook
მიმდინარე წლის ივნისიდან, ავიაკომპანია Red Wings-ი სოჭი - თბილისი - სოჭის და მოსკოვი - ქუთაისი - მოსკოვის საჰაერო ხაზებზე ოპერირებას იწყებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფრომაციით, აღნიშნული ავიაკომპანია ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფება.

„Red Wings-ის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, მრავალჯერადი ჩარტერული ფრენები სოჭი - თბილისი - სოჭის მიმართულებით მიმდინარე წლის 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს განხორციელდება. მოსკოვი - ქუთაისი - მოსკოვის საჰაერო ხაზზე ჩარტერული ავიარეისები ასევე შესრულდება მიმდინარე წლის 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს“, - აღნიშნულია ავიაციის სააგენტოს ინფორმაციაში.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას მიმდინარე წლის 18 მაისს მიანიჭა.

აღსანიშნავია, რომ ქართულმა მხარემ საქართველოში ფრენის უფლება მისცა კომპანია Azimuth Airlines-საც, რომელიც პირველ ფრენას საქართველოში დღეს შეასრულებს. პირველი რუსული თვითმფრინავის ჩამოსვლას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები აეროპორტში საპროტესტო აქციით ხვდებიან.

Print