ახალი ამბები
შსს-მ ვანის სკოლის მიკროავტობუსის მძღოლი დააკავა
FaceBook
იმერეთის პოლიციამ, არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ბრალდებით, 62 წლის მამაკაცი დააკავა.

დაკავებული ვანის ერთ-ერთი სკოლის მიკროავტობუსის მძღოლია.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მიკროავტობუსის მძღოლმა ტ.მ.-მ, მგზავრობის დროს არასრულწლოვან გოგონას, სექსუალური ხასიათის მატარებელი საუბარი დაუწყო და მისი ნების საწინააღმდეგოდ სხეულზე შეეხო.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს“,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა მოზარდებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. მომხდარის შესახებ არასრულწლოვნებმა მშობლებს უამბეს, რის შემდეგაც საქმეში პოლიცია ჩაერთო. მომხდარის გამო თანამდებობა დატოვა სკოლის დირექტორმაც. 


ამავე თემაზე:


სკოლის მძღოლის მიერ არასრულწლოვანების მიმართ შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ვანში სკოლის დირექტორმა, რომლის მეუღლეს გარყვნილ ქმედებაში ედება ბრალი, თანამდებობა დატოვა

ომბუდსმენი ვანში, არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული შესაძლო გარყვნილი ქმედების საქმეს შეისწავლის

Print
თეგები: #ვანის სკოლა