ახალი ამბები
ტყიბულის სოფელში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულებს 18-18 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
FaceBook
ტყიბულის სოფელ გელათში, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულები ნაფიცმა მსჯულებმა დამნაშავედ ცნეს.

მათ 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

„ნაფიცი მსაჯულები, საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებების დეტალურად შესწავლის შემდეგ, დარწმუნდნენ პროკურატურის პოზიციის მართებულობაში და ბრალდებულები ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ერთხმად ცნეს დამნაშავედ“, - აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

მკვლელობა გასული წლის აგვისტოში მოხდა. სოფელ გელათში, ურთიერთშელაპარაკებისას, ბრალდებულებმა დაზარალებულს, მისი ორი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, სხეულის სხვადასხვა არეში დანით ჭრილობები მიაყენეს.

მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა.

Print