ახალი ამბები
ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საგზაო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
FaceBook
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მე-18 კმ-სა და 23-ე კმ-ზე, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 23-ე კმ-ზე დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა იყო ჩამოსული, გზის მე-18 კმ-ზე კი ინტენსიური ნალექების შედეგად, მდინარე რიონი ადიდდა და გზის სავალ ნაწილზე გადმოვიდა. ამიტომ, ორივე მონაკვეთზე სატრანსპორტრო მოძრაობა დროებით აკრძალული იყო.
Print