ახალი ამბები
2023 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა - საქსტატი
FaceBook
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში 873,3 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ვიზიტორების 79.8% მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 15.9% შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 4.3% იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 220.7 ათასი რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა, რაც ვიზიტორთა ჯამური რაოდენობის 25,3%-ია.

შემოსული ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით, მეორე ადგილს 216,4 ათასი ვიზიტორით თურქეთი იკავებს, რაც საერთო რაოდენობის 17,6%-ს შეადგენს, ხოლო მესამე ადგილს სომხეთი - 182,5 ათასი ვიზიტორით, რაც საერთო რაოდენობის 15%-ს შეადგენს.




საქსტატის ინფორმაციით, ვიზიტორების უმრავლესობა, 50.2%, 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა. 46,3% საქართველოს ძირითადად დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით სტუმრობდა. ამასთან, ყველაზე მეტი ვიზიტი თბილისსა და აჭარის ა/რ-ში განხორციელდა.

2023 წლის I კვარტალში საქართველოს არარეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის განაწილება მონახულებული რეგიონების მიხედვით ასეთია:






სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.0 ღამე შეადგინა, რაც 2022 წლის I კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე 8.6 პროცენტით ნაკლებია.
აღსანიშნავია, რომ განხორციელებული ვიზიტების 79.4% განმეორებითი ხასიათის ვიზიტს წარმოადგენდა.

2023 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.0 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 40.8%-ით მეტია.


Print
თეგები: #საქსტატი