ახალი ამბები
ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის ნაწილზე მიწა-კლდის მასა ჩამოიშალა
FaceBook
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა ჩამოიშალა.
ამის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოსატრანსპორტო მოძრაობა დროებით აიკრძალა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე უკვე  მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები. 

ფოტო: ინტერნეტსივრცე
Print