ახალი ამბები
რა ღონისძიებები გაიმართება ქუთაისში 26 მაისს (პროგრამა)
FaceBook
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში, მთელი დღის განმავლობაში, ღონისძიებები გაიმართება.

სხვადასხვა სახის აქტივობა, ქალაქის ცენტრალური ბულვარში, 14:00 საათიდანაა დაგეგმილი, საღამოს კი დასკვნითი კონცერტი ჩატარდება.

ნახეთ სრული პროგრამა:

14:00-16:00 - კოსტიუმირებული მსახიობების და ორკესტრის მსვლელობა
14:00-18:00 - სამხედრო ტექნიკის გამოფენა
14:00-18:00 - საბავშვო სივრცე: თამაშები, მასტერკლასები და სუვენირების დამზადება
14:00-15:00 - ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი: ინდირა ჯგერენაია, ნანა იამანიძის სტუდია, ანსამბლი „ნაი-ნაი“, ბექა ბანძელაძის სტუდია „იმერეთის ხმა“, ქუთაისის სახელოვნებო დაწესებულებათა გაერთიანების შერეული გუნდი
16:00-17:00 - რუსა მორჩილაძე, თემურ თათარაშვილი, გიორგი ელიზბარაშვილი, ჯგუფი „ალეგრო“
17:10 - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო - საზეიმო აღნიშვნა
17:20 - ჯგუფი „ოჩოს ქოხი“

საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ, ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა.

Print
თეგები: #26 მაისი