ახალი ამბები
წვიმა ელჭექით, თოვლჭყაპი, სეტყვა - უახლოესი დღეების პროგნოზი საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ცალკეულ მაღალმთიან რეგიონებში კი თოვლჭყაპი (ზოგან ძლიერი), შესაძლებელია სეტყვაც.

ნალექიან ამინდებს სინოპტიკოსები 12 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისის ჩათვლით პროგნოზირებენ. 

სააგენტოს ცნობით, 13 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისის ჩათვლით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

"მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება, მაღალმთიან ზონებში კი თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს", - განმარტავენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
Print