ახალი ამბები
ქუთაისში როკ-ფესტივალისთვის ემზადებიან
FaceBook

9-10 ივნისს ქუთაისში დაგეგმილ როკ-ფესტივალთან დაკავშირებით, სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.



ფესტივალი მუხრანის ტყე-პარკში 18:00 საათზე დაიწყება. ბენდების გამოსვლა კი 19:00 საათიდან 00:30 საათამდეა დაგეგმილი.

9 ივნისს როკმოყვარულების წინაშე REGGAEON, Mechanical Rainbow, melqo, skazz და თორნიკე გაგოშვილი წარსდგება, 10 ივნისს კი „პელარგონია“, „კოსმოსი“, „პანიკა“, ბაჩო ჯიქიძე და ჯგუფი „არა“.

Rockაია 2023-ის ტერიტორიაზე საკარვე სივრცეებიც იქნება გამოყოფილი.

ამასთან, მუნიციპალური ტრანსპორტი ფესტივალის დასრულებამდე იმუშავებს.

როკ-კონცერტი ქუთაისში მესამედ ტარდება. დასწრება თავისუფალია.

 

Print