ახალი ამბები
წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით ასი ათასზე მეტი ცხოველია აცრილი
FaceBook
2023 წლის პირველ კვარტალში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით 119 ათასამდე ცოფის ამთვისებელი ცხოველია აცრილი.

ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" სურსათის ეროვნულ სააგენტოდან მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 2022 წელს, ცოფის საწინააღმდეგოდ 298 186 სული ძაღლი და კატა; 12 000 სული სასოფლო-სამეურნეო ცხოველია აცრილი, ხოლო ინფექციის კერებში ვაქცინირებულია 22 335 სული დაავადების ამთვისებელი ცხოველი.

რაც შეეხება 2021 წლის მონაცემებს, სააგენტოს ცნობით, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით 296 473 სული ძაღლი და კატა აცრილი.


Print
თეგები: #ვაქცინა