ახალი ამბები
ქუთაისში 200 - მდე პაციენტს კარდიოლოგიური კონსულტაცია უფასოდ ჩაუტარდა
FaceBook
როგორც მედიკოსები ამბობენ, სიკვდიალიოანობის ძირითადი მიზეზი საქართველოში გულის დაავადებებია.

იმერეთის რეგიონში მცხოვრებ 200 - მდე პაციენტს ნაზარიშვილის სახელობის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრში უფასო კარდიოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარეს.

უფასო კარდიოლოგიური კონსუტაციები ფარმაცევტული კომპანია "სერვიას" ინიციატივით განხორციელდა.

როგორც მედიკოსები ამბობენ, სიკვდიალიოანობის ძირითადი მიზეზი საქართველოში  გულის დაავადებებია და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით,  აუცილებელია მოსახლეობისთვის პერიოდულად უფასო კონსულტაციების შეთავაზება.

"თბილისიდან ჩამოვიყვანეთ 5 კარდიოლოგი, რომლებიც აქ მოსულ პაციენტებს კონსულტაციებს გაუწევენ კარდიოლოგიური დაავადებების შესახებ და მისცემენ რეკომენდაციებს," - ამბობენ ფარმაცევტული კომპანია "სერვიას" წარმომადგენლები.

კარდიოლოგების კონსულტაციები ქუთაისის ნაზარიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში დღის ბოლომდე 18:00 საათამდე გაგრძელდება.

Print