ახალი ამბები
შსს ავეჯის შესაძენად 1 მილიონამდე ლარს ხარჯავს
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავეჯის შესაძენად 1 მილიონამდე ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

KutaisiPost

KutaisiPost

KutaisiPost

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე არსებული ინფორმაციით, ტენდერში 6 პრეტენდენტი მონაწილეობს: გიორგი მინაძე, რომელმაც ტენდერით გათვალისწინებული ავეჯის შესყიდვისთვის 879`999. 00 ლარი მოითხოვა, შპს ჯეო ვუდი, რომელიც 873`000.00 ლარს ითხოვს, შ.პ.ს. "იფანი" ავეჯის შესყიდვას 872`572.00 ლარის სანაცვლოდ სთავაზობს, , ნოვი სტილი ჯორჯია 855`725.00 ლარს ითხოვს, შპს ალიგატორი 1 - 810`140.00 ლარს, ხოლო შპს ემ ბი საქართველო - 718`000.00 ლარს.
შსს-მ ავეჯის შესყიდვისთვის ტენდერი 969`525 ლარზე 24 იანვარს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 16 თებერვალს დასრულდა.

Print