ახალი ამბები
ქუჩები ქუთაისში, რომელთა რეაბილიტაცია 2016 წელს მოხდება
FaceBook
ქუთაისის მერია მიმდინარე წელს ქალაქის მასშტაბით ქუჩების რეაბილიტაციას გეგმავს.
ქუთაისის 6 მუნიციპალიტეტში არსებულ ქუჩები ასფალტო-ბეტონის ან ბეტონის ფილებით საფარით მოპირკეთდება.

ავტოქარხნის ტერიტორიული ორგანო:

ანტონ ფურცელაძის, მუსხელიშვილის მე-2 ჩიხი, ცახელის, ჩხობაძის I შეს, კ. მესხის I შეს, ზ. ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისიდან საბავშვო ბაღამდე და 24-ე სკოლიდან ზ. ჭავწავაძის ქუჩამდე.

ვაკისუბნის ტერიტორიული ორგანო:
შ. დადიანის ქუჩის ზედა და ქვედა ნაწილი, ხუნდაძის #50, 52, 54 ბინებთან მისასლელი გზა, კ. გამსახურდიას #7 სახლის შესასვლელი, კ. გამსახურდიას ქუჩა ოცხელი ქუჩის დასაწყისამდე.

კახიანაურის ტერიტორიული ორგანო:
ვ. კუპრაძის ქუჩის #1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 12, 14 შესახვევები, ნეკრასოვის ქუჩა.

საფიჩხიის ტერიტორიული ორგანო:
ი. ევდოშვილის ქუჩის #4 შესახვევი, სოლომონ პირველის ქუჩის #4, 6 შესახვევები და #2 ჩიხი, მიზანდარის ქუჩა, დ. კლდიაშვილის ქუჩის #6 და 8 შესახვევები.

უქიმერიონის ტერიტორიული ორგანო:
კ. ლესელიძის ქუჩის #1 და 5 შესახვევი, ყაზბეგის ქუჩა #1, 3 და 5 ჩიხი, რუას ქუჩის #1 ჩიხი, გრიბოედოვის #2 შესახვევი, პეტრე იბერის ქუჩის #1 ჩიხი, ვ. ბარნოვის ქუჩის #2 შესახვევი, რუსთველის გამზირის #8 ჩიხი.
თავისუფლების ქუჩის #2 ჩიხი, ასლანიკაშვილის ქუჩის #2 ჩიხი, გველესიანის ქუჩის #1 შესახვევი და გველესიანის ქუჩის გაგრძელება, ცაცხვების #2 შესახვევი.

ქალაქ-მუზეუმის ტერიტორიული ორგანო:
პუშკინის ქუჩა #2 ჩიხი, ვარლამიშვილის, გელათის, ფალიაშვილისა და ბროსეს ქუჩის ნაწილი. აღნიშნულ ქუჩებზე გათვალიწინებულია გზის გრანიტის ფილებით, ტროტუარების ბარდიურების, შშმ პირებისთვის პანდუსების და ღვარსადენების მოწყობა.
ამავე ტერიტორიულ ორგანოში ასფალტო-ბეტონის საფარით მოეწყობა უზნაძის ქუჩის #1 ჩიხი, გ. ტაბიძის #4 და 6 ჩიხები, ჩეჩელაშვილის ქუჩის #1 და 3 შესახვევები.

სამუშაოებისთვის თანხა რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოიყო.
მიმდინარე წელს ქუთაისში სულ ჩამოთვლილი ქუჩების რეაბილიტაციისთვის 7 854 434 ლარი დაიხარჯება.

Print