ახალი ამბები
ზვიად გამსახურდიას ქუჩის რეაბილიტაციის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულება იცვლება
FaceBook
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ი.ჭავჭავაძის ქუჩის კვეთიდან ჟ. შარტავას ქუჩის კვეთამდე, ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეწყდება.

ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სქემაც:

N1R, N1L ავტობუსები ჭავჭავაძის გამზირიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით იმოძრავებენ 9 აპრილის, ი. აბაშიძის, რუსთაველის გამზირის გავლით.

N20, N10 ავტობუსები ჭავჭავაძის გამზირიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით იმოძრავებენ 9 აპრილის, ი. აბაშიძის, ჟ. შარტავას და ზ.გამსახურდიას ქუჩების გავლით.

N31-ჭავჭავაძის გამზირიდან იმოძრავებს 9აპრილის, ი.აბაშიძის, რუსთაველის გამზირიდან, მ. ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით.

ხოლო ქალაქის ცენტრიდან ი.ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით, ჟ.შარტავას, ი. აბაშიძისა და 9 აპრილის ქუჩის გავლით.

N126 მიკროავტობუსი ი. ჭავჭავაძის გამზირიდან, ორივე მიმართულებით იმოძრავებს 9 აპრილის ქუჩის გავლით. 

ზ. გამსახურდიას გამზირის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. კეთილმოწყობის სამუშაოებს შ.პ.ს ,,გზამშენი XXI" ახორციელებს. სამუშაოები 2023 წლის 20 სექტემბერს უნდა დასრულდეს. 




Print