ახალი ამბები
ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს წყალი არ მიეწოდება
FaceBook
ქუთაისში, მოსახლეობის ნაწილს წყალი დილის 09:00 საათიდან არ მიეწოდება.

მიზეზი ტექნიკური სამუშაოებია, რომელიც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, დღის ბოლომდე დასრულდება.

წყალმომარაგება შეწყვეტილია შემდეგ ქუჩებზე:

ქუთაისი ა.რაზმაძის, ა.ჯორჯიაშვილის, აკ.წერეთლის, გ.ლეონიძის, გ.ჭყონდიდელის, გორის, გრ.ჩორგოლიანის, დ.გურამიშვილის, დეპოს ქ, ვ.ბაგრატიონის, ირ.ევდოშვილის, ნ.გოგოლის, ნიკო მარის, ხაბეიშვილის, ფოთის, ჭ.ლომთათიძის, ჰ.გმაინერის, თამარ მეფის I და II შეს, მ.ბალანჩივაძის, ახალგაზრდობის გამზ, გ.აბაშიძის, მოსკოვის, მახვილაძის ქუჩებს.

წყალმომარაგება ასევე შეუწყდა თამარ მეფის N 93, N 90, N 95, N 102, N 105, N 111, N 101, N 113, N 100, N 107, N 104, N 105ა, N 98 ნაკვეთი-1, N 109, N 108, N 115, N 112, N 114, N 110, N 92, N 96, N 91, N 98 ნაკვეთი-2, N 94ა, N 116, N 106, N 105, N 95, N 118, N 99, N 111-113, N 97 და ქუთაისის სადგურის მოედენს.

ადგილობრივებს წყლის მიწოდება 20:00 საათზე აღუდგებათ.





Print