ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტით, აპრილში, 122 ათასზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა
FaceBook
2023 წლის აპრილის თვეში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 122 410 მგზავრს და 359 რეისს მოემსახურა.
რეისების რაოდენობამ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს 64%- ით, ხოლო მგზავრების რაოდენობამ 81%-ით გაიზარდა.

ამ ეტაპისთვის ქუთაისის აეროპორტში ხუთი ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს.

2023 წლის ივნისიდან ავიაკომპანია WIZZ AIR-ი აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს და რეგულარული რეისების შესრულებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყებს. 1-ლი დეკემბრიდან კი ავიაკომპანია ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირ რეისებს კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს.

2023 წლის 4 ივნისიდან ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan-ი პირდაპირ რეგულარულ რეისებს ალმათი-ქუთაისი-ალმათის მიმართულებით შეასრულებს.

ამასთან, წლის ბოლომდე, ქუთაისის აეროპორტიდან ათენსა და სალონიკში პირდაპირი, რეგულარული რეისები კვირაში რვაჯერ შესრულდება.

Print