ახალი ამბები
2023 წლის პირველ კვარტალში პედოფილიის მსხვერპლი 46 მოზარდი გახდა
FaceBook
სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 2023 წლის პირველ 3 თვეში 46 არასრულწლოვანი გახდა.
შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, პირველ კვარტალში გაუპატიურების 6 შემთხვევაზე 6 არასრულწლოვანი ცნეს დაზარალებულად, დანარჩენი 40 მოზარდი კი, სხვა სახის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

2023 წლის პირველ კვარტალში სულ 366 არასრულწლოვანს მიანიჭა პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი სისხლის სამართლის სხვადასხვა საქმეში. ყველაზე ხშირად – 168 შემთხვევა – მოზარდი ძალადობის მსხვერლი ოჯახში გახდა.

ამავე პერიოდში, სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოში 98 არასრულწლონის წინააღმდეგ დაიწყო სხვადასხვა სახის დანაშაულის ჩადენისთვის. მოზარდებს ყველაზე ხშირად – 75 შემთხვევა – ქურდობის მუხლით დანაშაულის ჩადენას ედავება პროკურატურა.

წყარო: batumelebi
Print
თეგები: #პედოფილია