ახალი ამბები
ვანში სკოლის დირექტორმა, რომლის მეუღლეს გარყვნილ ქმედებაში ედება ბრალი, თანამდებობა დატოვა
FaceBook
ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც მისი მეუღლის მიერ, რომელიც სკოლის მძღოლის პოზიციაზე მუშაობდა, არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული სავარაუდო სექსუალური ხასიათის ქმედების ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

სკოლის დირექტორის მიერ პოსტის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი. 

„გამოძიება მიმდინარეობს. ჩვენი პოზიციაა, რომ ამ თემას არ სჭირდება ზედმეტი რეზონანსირება. უნდა მივცეთ ხალხს საშუალება იმუშაონ და საბოლოო გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველანი შოკირებულები ვართ  და ვგმობთ ასეთ ფაქტს, თუმცა ამას სჭირდება დადასტურება და ბუნებრივია, საგამოძიებო ორგანოები გააკეთებენ თავიანთ გასაკეთებელ საქმეს“, - ამბობს ჩვენთან საუბარში ვანო კორძაძე.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი მოსწავლეებს სიტყვიერად და ფიზიკურად ავიწროებდა. ვიდეომასალა მოსწავლეებმა გაავრცელეს.

არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანებმა მომხდარის შესახებ მშობლებს უამბეს, რის შემდეგაც საქმეში პოლიცია ჩაერთო.

საქმეზე გამოძიება სსკ-141-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. საქმეს სახალხო დამცველიც სწავლობს.


ამავე თემაზე:






Print