ახალი ამბები
ქუთაისში „ცისფერყანწელების“ ბაღი მოეწყობა
FaceBook
ქუთაისში „ცისფერყანწელების“ ბაღის მოწყობა იგეგმება.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ავრცელებს.

მისი თქმით, „ცისფერყანწელების“ ბაღი ბიბლიოთეკასა და „გარდენია შევარდნაძის“ შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მოეწყობა.

შეთანხმებას გიორგი კეკელიძემ და „გარდენია შევარდნაძის“ მფლობელმა ზურაბ შევარდნაძე ხელი უკვე მოაწერეს.

როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი განმარტავს, ბაღი ნიკეას ქუჩაზე  მდებარე ნიკო ნიკოლაძის სახელობის წიგნთსაცავის უკან იქნება, სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

Print