ახალი ამბები
ქუთაისში აკაკი კაკაურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კრივის საერთაშორისო ტურნირი გაიმართება
FaceBook
კრივში მსოფლიო ჩემპიონის, აკაკი კაკაურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირის ორგანიზებისთვის ქუთაისის მერია ტენდერს აცხადებს.

ტურნირის ორგანიზებისთვის ქალაქი 20`000 - მდე ლარს დახარჯავს.

სპორტული ღონისძიება 2023 წლის 7 ივნისიდან 11 ივნისის ჩათვლით გაიმართება. 

ტურნირს დიდი ხნის ტრადიცია აქვს და იგი ქუთაისში 2011 წლიდან იმართება. 

აკაკი კაკაურიძე გასული საუკუნის 90-იან წლებში ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი იყო. 

აკაკი კაკაურიძე 29 წლის ასაკში, აშშ-ში, ჩიკაგოში ავტო-კატასტროფას ემსხვერპლა.


Print