ახალი ამბები
2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 93 ადამიანი ემსხვერპლა
FaceBook
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 93 ადამიანი ემსხვერპლა.

საანგარიშო პერიოდში სულ ქვეყანაში 1 153 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. აქედან 48 შემთხვევა სიმთვრალით იყო გამოწვეული, დაზარალდა 1 480 ადამიანი.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში 3 254 ხანძარი დაფიქსირდა, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, ხოლო ტრავმა მიიღო 63-მა. ხანძრების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით 135 შენობა-ნაგებობა განადგურდა.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ტრეფიკინგის მუხლით ჩადენილია სამი დანაშაული და შსს-ს მიერ ჯერჯერობით არცერთი საქმეა გახსნილი.

რაც შეეხება ოჯახში ძალადობას, 2023 წლის პირველ კვარტალში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რაოდენობამ 2 195 შეადგინა. აქედან 1 820 ქალია, ხოლო 375 – მამაკაცი.
Print
თეგები: #საქსტატი