ახალი ამბები
ქუთაისში რეზო გაბრიაძის წიგნის „ჩემი პატარა ქალაქი“ წარდგენა გაიმართება
FaceBook
რეზო გაბრიაძის წიგნის "ჩემი პატარა ქალაქი" პრეზენტაცია ჩატარდება.

პრეზენტაციას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს.

წიგნის წარდგენა უნივერსიტეტის  ეზოში 10 მაისს, 18 :00 საათზე, გაიმართება.

კრებულში შევიდა რეზო გაბრიაძის ყველა ის საუკეთესო ნაწარმოები, რომელიც ქუთაისთან არის დაკავშირებული - "შერეკილები", " ერმონია და რამონა", "ქუთაისი ქალაქია", "ექიმი და ავადმყოფი, ანუ აკრძალული შობა", "ალილო", "თეთრი ხიდი". წიგნი მაღალპოლიგრაფიული ხარისხით დაიბეჭდა და ილუსტრირებულია თავად რეზო გაბრიაძის ნახატებით. 

პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია.

წიგნი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გამოიცა.
Print