ახალი ამბები
სკოლები და ბაღები 9 და 12 მაისს დაისვენებენ
FaceBook
9 და 12 მაისს საჯარო სკოლები და საბავშვო ბაღები დაისვენებენ.
მიზეზი უქმე დღეებია, რომელიც მთავრობის მიერ წინასწარ არის განსაზღვრული.

9 მაისს პოსტსაბჭოთა სივრცის ზოგიერთი სახელმწიფო მეორე მსოფლიო ომში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვებას აღნიშნავს.

12 მაისს კი საქართველოში წმ. ანდრია მოციქულის ხსენებისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საქართველოს წილხვდომილობის დღე (იმედის დღე) აღინიშნება.



Print
თეგები: #დასვენება