ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ რეგიონალური განვითარების ფონდიდან 11 მლნ-მდე ლარი მიიღო
FaceBook
ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ რეგიონალური განვითარების ფონდიდან 10 926 138 ლარი მიიღო.

რგფ-დან მიღებული თანხით ქუთაისში 22 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელდება.

ამის ინფორმაციის შესახებ ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფრომა, მალხაზ ბასილაძემ განმარტა. მისივე განმარტებით, უკვე დამტკიცებული პროექტებიდან უმრავლესობა გზის საფარის მოწყობითი სამუშაოებია.

პირველ ეტაპზე განსახორციელებელ პროექტებს შორის ასევე, არის უქიმერიონის ტერიტორიაზე, ტურისტულად აქტიურ ზონაში, კიბეების რეაბილიტაციაა, რომლისთვისაც 252 648 ლარია  გათვალისწინებული.

მალხაზ ბასილაძის განმარტებით, რეგიონალური განვითარების ფონდიდან წლის განმავლობაში ეტაპობრივად კიდევ მოხდება სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად თანხების გადმორიცხვა.

ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ აღნიშნული პროქტების განხორციელება, დაახლოებით 20 დღეში ელექტრონულ ტენდერის გზით ცნობილი გახდება ის კომპანიები, რომლებიც განახორციელებენ სამუშაოებს. 

თვითმმართველობამ მიმდინარე წელს 132 სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოს განხორციელება დაგეგმა, რომლის ჯამური ღირებულება 32 538 459.87 ლარს შეადგენს.

Print