ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტიდან ათენსა და სალონიკში რეისები კვირაში რვაჯერ შესრულდება
FaceBook
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საბერძნეთის მიმართულებით ფრენის სიხშირე იზრდება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის ინფორმაციით, წლის ბოლომდე, ათენსა და სალონიკში პირდაპირი, რეგულარული რეისები კვირაში რვაჯერ შესრულდება.

ამ ეტაპზე, პირდაპირი, რეგულარული რეისები ქუთაისიდან საბერძნეთის დედაქალაქ ათენსა და სიდიდით მეორე ქალაქ სალონიკის მიმართულებით ხორციელდება.

2022 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საბერძნეთის მიმართულებით და უკან, ჯამში 57,000 ადამიანმა იმგზავრა.

Print