ახალი ამბები
"გვირილობის" დღესასწაულზე საპატიო ქუთაისელის წოდება 9 ადამიანს მიანიჭეს
FaceBook
"ქუთაისქალაქობა 2023“-ის ფარგლებში, ტრადიციულად, ქალაქის საპატიო მოქალაქეები აირჩიეს.

დაჯილდოების ცერემონიალი მესხიშვილის თეატრში გაიმართა, სადაც საპატიო ქუთაისელის წოდება კიდევ 9 ადამიანმა მიიღო.

2023 წელს ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ:

აწსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს, გოეთეს საერთაშორისო საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ხელმძღვანელს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს ნანული კაკაურიძეს;

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, კამერული გუნდის მთავარ დირიჟორს ირინა ლომინაძეს;

ი. ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის საცნობარო-ბიბლიოგრაფიული განყოფილების ბიბლიოგრაფს, ჟურნალისტიკისა და სამართლის კოლეჯის დირექტორ-დამფუძნებელს, ჟურნალისტს ნანული ცხვედიანს;

აწსუ-ს სასურსათო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ლექტორს, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატს, ასოცირებულ პროფესორს, ქართველ ებრაელთს სათვისტომოს თვალსაჩინო წარმომადგენელს დოდო თავდიდიშვილს;

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში ღასან ხალილს;

კათოლიკური ეკლესიის ქალაქის თემის ხელმძღვანელსა და წინამძღვარს მამა გაბრიელ ბრაგანტინს;

საქართველოს პარლამენტის წევრს, ანსამბლ „ქართული ხმების“ სოლისტს, იმერეთის რეგიონში ყოფილ სახელმწიფო რწმუნებულს გივი ჭიჭინაძეს;

ქუთაისის ყოფილ მერს რამაზ მხეიძეს;

კლინიკა „ლჯ“-ის რედიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელს თემურ ტაბიძეს.

ქუთაისის საპატიო მოქალაქის სტატუსის მინიჭება ყოველწლიური ტრადიციაა. საპატიო მოქალაქეების გამოვლენა "გვირილობის" დღესასწაულზე ხდება.

Print