ახალი ამბები
ქუთაისში "ორმაისობასთან" დაკავშირებული ღონისძიებები გრძელდება
FaceBook
„ქუთაისქალაქობა 2023“-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გრძელდება.

დღეს, 3 მაისს, ქალაქში ორმაისობასთან დაკავშირებული შემდეგი აქტივობები გაიმართება:

11:00 სთ - „ქარავან-არტფორუმი ქუთაისი 2023“. კონფერენცია ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში „ქარავანსარაი“ - საერთაშორისო კულტურული გაცვლები და თანამედროვე ქართული ხელოვნება“;

14:00 სთ - „ქუთაისის ფოტოექსპედიცია და მისი შედეგები“;

18:00 სთ - ქართველი კომპოზიტორის შემოქმედების პრეზენტაცია და მინიკონცერტი ზ. ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში;

19:00 სთ - ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტი ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში.

„გვირილობასთან“ დაკავშირებული ღონისძიებები 4-5 მაისსაც გაგრძელდება. 


Print
თეგები: #გვირილობა