ახალი ამბები
"ქუთაისქალაქობის" ღონისძიებების გამო ქალაქში სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია
FaceBook
ქუთაისში "გვირილობის" ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია.

დღეს, 08:00 საათიდან, სრულად შეზღუდულია მოძრაობა და პარკირება ცისფერყანწელთა ქუჩაზე, თეთრ ხიდის მიმდებარედ, პუშკინის ქუჩის კვეთამდე;

ასევე, შოთა რუსთაველის გამზირზე, წმ.ნინოს ქუჩის კვეთამდე;

აკაკი წერეთლის ქუჩაზე, პუშკინის ქუჩის კვეთამდე;

თამარ მეფის ქუჩაზე, გოგებაშვილის ქუჩის აღმართიდან გელათის ქუჩის დასაწყისამდე;

მ.ბროსეს ქუჩაზე, (სასტუმროდან ,,ნიუპორტი’’) ვარლამიშვილის ქუჩის კვეთამდე;

ზაქარია ფალიაშვილის ქუჩაზე, კოლუმბია-მისურის ქუჩის კვეთიდან წმ.ნინოს ქუჩის კვეთამდე.

ქალაქში ორმაისობის აღნიშვნა დილიდან დაიწყო. დღის მანძილზე „გვირილობასთან“ დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელიც 4 დღის მანძილზე გაიმართება. 

ქუთაისში "გვირილობის" დღესასწაულის აღნიშნვა 1911 წლიდან დამკვიდრდა. გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გაზაფხულის ამ დღეს გაყიდული ყვავილებიდან მიღებული შემოსავალი დაავადებულთა მკურნალობას ხმარდებოდა.




Print