ახალი ამბები
ქუთაისში "გვირილობის" აღნიშვნა დაიწყო (ფოტო)
FaceBook
"ქუთაისქალაქობის" აღნიშვნა, ტრადიციულად,  ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის დალოცვით დაიწყო. მეუფე იოანემ  ქალაქი ბაგრატის ტაძრიდან დალოცა. 

დალოცვის ცერემონიას და საზეიმო წირვას ქალაქის თვითმმართველობისა და გუბერნიის წარმომადგენლები, მაჟორიტარი დეპუტატები და ასევე, საპატრიარქოს ჩოხოსნები ესწრებოდნენ.



ამის შემდეგ ქუთაისისა და მხარის პირველმა პირებმა სამი ოთარის ძეგლს პატივი მიაგეს და ყვავილებით შეამკეს.

ორმაისობისადმი მიძღვნილი ძირითადი ღონისძიებები 12:00 საათიდან ცენტრალურ ბულვარში აიღებს სტარტს.

გაიმართება ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა, სპორტული და საბავშვო გასართობი აქტივობები, რისთვისაც ქალაქში დილიდანვე მზადებაა.




კულტურული ღონისძიებები დაგეგმილია თეთრი ხიდის მიმდებარედ და ვერიკო ანჯაფარიძის სკვერშიც. ამასთან, მესხიშვილის თეატრში, სადაც თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართება.

ღონისძიებას 20:30 საათზე თბილისის ბიგ-ბენდის გალა-კონცერტი დაასრულებს, რისთვისაც ცენტრალურ მოედანზე სცენას ამზადებენ.



„ქუთაისქალაქობა 2023“-ის ფარგლებში ქალაქში ოთხი დღის მანძილზე სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. 

ქუთაისში "გვირილობის" დღესასწაულის აღნიშნვა 1911 წლიდან დამკვიდრდა. გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გაზაფხულის ამ დღეს გაყიდული ყვავილებიდან მიღებული შემოსავალი დაავადებულთა მკურნალობას ხმარდებოდა.
Print
თეგები: #გვირილობა